სუპერლიგა. სეზონის ყველაზე გაუმჯობესებული მოთამაშე

სოსო გოგნაძე (მგზავრები)

მგზავრებში ორ კაცს ორი პრიზი ეკუთვნის. ბუბა ბერიშვილს რკინის ნერვების პრიზი და ეს, ყველაზე გაუმჯობესებული მოთამაშის - სოსო გოგნაძეს.

ამ ბიჭთან შეხება დელტაში მუშაობის დროს მქონდა. არა, სოსოს ის სეზონი დელტას ძირითად გუნდში არ დაუწყია. მიზეზი უმნიშვნელოა. სოსომ შემდეგ ითამაშა A ლიგა თბილისში და გადავიდა მგზავრებში. აი, ამ მომენტიდან იწყება მისი და ბერიშვილის თანამშრომლობა.

ბოლო სეზონში გოგნაძეს საშუალოდ 3.4 ქულა ჰქონდა. სტანდარტული სტატისტიკა საქართველოში სათადარიგო ქართველისთვის. არც ცუდი და არც - კარგი. უბრალოდ, ჩვეულებრივი. ბუბა არ აკეთებდა მისი როლის ფორსირებას და სოსოც იღებდა იმას, რასაც იმსახურებდა.

ამ სეზონში ყველაფერი შეიცვალა. მგზავრებმა ნორმალური მარალი ვერ აიყვანეს და ბერიშვილმა იძულებით გადააწყო თემები. და, გოგნაძე ძირითადი ცენტრი გახდა. ამ სვლამ ეგრევე გაამართლა და ბიჭმა მთავარი მწვრთნელის სრული ნდობა დაიმსახურა.

შაედარეთ ბოლო ორი სეზონის გოგნაძე.

2018/2019 – 3.4 ქულა, 4.3 მოხსნა, 0.9 პასი, 0.4 ჩაჭრა, 0.3 დაფარება 16.0 წუთში.

2019/2020 – 9.8 ქულა, 9.3 მოხსნა, 1.0 პასი, 0.9 ჩაჭრა, 0.8 დაფარება 27.0 წუთში.

ამ სეზონში გოგნაძეს თამაშიდან ზუსტი სროლების კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელი (48.7) აქვს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი.

15-დან 8 მატჩში სოსომ 10 და მეტი მოხსნა (რეკორდი - 17) აიღო. მშვენიერი შედეგი.

7 მატჩში ის 10 და მეტ ქულას აგროვებს. ძალიან კარგი.

და, სოსო უკეთესი იქნება. ბუბასთან თუ ბუბას გარეშე, მაგრამ ბიჭმა დაიჯერა, რომ მეტი შეუძლია. და, ეს ბერიშვილმა გააკეთა.

ჩვენი პრიზი სოსო გოგნაძეს.

 

ფოტო: www.gbf.ge