სუპერლიგა. სეზონის საუკეთესო სათადარიგო

ალექსანდრე ფევაძე (ბათუმი)

ამ ნომინაციაში გამარჯვებულის გამოვლენა ცოტა რთული იყო. სუპერლიგის გუნდების უმეტესობა დაუნდობლად ტვირთავს სასტარტო ხუთეულის წევრებს. იშვიათი გამონაკლისებით. ნომინალურად სათადარიგოა რუსთავის ფორვარდ-ცენტრი აკაკი დვალიშვილი, მაგრამ რეალურად, ის საქართველოს ნაკრების კანდიდატია. და, აკაკი ამ სიაში საერთოდ არ შევიყვანეთ.

ჩვენი გამარჯვებული ბათუმის ახალგაზრდა ფორვარდი ალექსანდრე ფევაძეა. რომელმაც მოუმატა. რომელმაც კარგი კალათბურთი ჯერ კიდევ შარშან, თსუ-ჰიუნდაის შემადგენლობაში ითამაშა. და, ბათუმს მაგრად დაეხმარა.

ფევაძის ბევრ პლიუსს კარგად ხედავს მთავარი მწვრთნელი გია კაზანჯიანი. და, ბიჭი ამას აფასებს. ფევაძე ენდობა მწვრთნელებს და კარგ, საკმარის დროს იღებს.

რეგულარულის 15 შეხვედრაში ფევაძე 10-ჯერ სათადარიგო იყო.

როდესაც არ არის პირველ ხუთელში, ფევაძე გუნდს საშუალოდ 7.2 ქულას, 4.1 მოხსნას და 1.1 დაფარებას აძლევს. 1.1 შედეგიან გადაცემასთან ერთად. ბათუმი მისგან საკმარის კონტრიბუციას იღებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბათუმს სუპერლიგაში ყველაზე შედეგიანი შეტევა (86.7) აქვს, ფევაძის ეს კონტრიბუცია საჭირო ინგრედიენტია.

ბათუმი რჩება საუკეთესო მომხსნელ (43.6, III შედეგი სუპერლიგაში), მაღალრეიტინგიან (102.6, I) გუნდებში და ამაში თავისი როლი 21 წლის ფევაძემაც შეიტანა.

ბიჭმა მოუმატა უნივერსალიზმში და უკეთ ესმის, უკეთ იმახსოვრებს მწვრთნელის კონსპექტებს. ეს მოდის პრაქტიკასთან ერთად. ბათუმმა სუპერლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა მოთამაშე ჩასვა როტაციაში. რომელმაც სოლიდური ლეგიონერებისგან ბევრი ისწავლა.

საუკეთესო მატჩი (როგორც სათადარიგოს) – 18 ქულა, 6 მოხსნა ტიტებთან. 17 წუთში.

ძალიან კარგი მოთამაშე.

 

ფოტო: www.gbf.ge