აზარი: იმედგაცრუებული ვარ

2019/20 წლები სეზონის მთლიანად სპორტული სამყაროსთვის ჩავარდა, აზარმა კი დიდად თავი მაშინაც ვერ დაგვამახსოვრა, როდესაც შეხვედრები მიმდინარეობდა - ძირითადად ტრავმების გამო. 

 

მისი ბოლო ტრავმა 22 თებერვლით თარიღდება, მაშინ რეალი ლევანტეს ეთამაშებოდა. შემდეგ კორონავირუსის პანდემია დაიწყო და სპორტისთვის მსოფლიოში აღარავის სცალია. 

 

"რეალში ჩემი პირველი სეზონი ცუდი იყო. ეს პერიოდი ადაპტაციისთვის დამჭირდა. 

 

ჩემი განსჯა უკვე მეორე სეზონიდან შეიძლება. 

 

მომავალი წლის ფორმა მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული, მნიშვნელოვანი იქნება როგორ მოვემზადები. 

 

მშვენიერი გუნდი გვყავს, რეალში ყოფნა ჩემთვის ნამდვილად დიდებული ცხოვრებისეული გამოცდილებაა.

 

კონტრაქტი კიდევ 4 წლით მაკავშირებს და იმედია წარმატებული წლები მექნება," 

 

აზარს ევრო 2020-ის გადადებამ იმედი გაუცრუვა

 

"ევროპის ჩემპიონატის დაწყებას მოუთმენლად ველოდი და რომ გადაიდო იმედგაცრუებული დავრჩი. რაღას ვიზამ, მოცდა 2021 წლამდე მომიწევს," -თქვა აზარმა