ნოემბერში აშშ-ს ნაკრები გვეწვევა?

ამერიკის შეერთებული შტატების მთავარმა მწვრთნელმა გარი გოლდმა ერთ-ერთ სარაგბო ვებ გვერდისთის მიცემულ ინტერვიუში საქართველოსა და აშშ-ს ნაკრებების მატჩი დაანონსა.  მან თქვა, რომ ნოემბრის ტესტებზე გეგმაში თბილისში სტუმრობა და საქართველოს ნაკრებთან თამაში აქვთ.

 

 გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ნაკრები 7 ნოემბერს სენტ-ეტიენში საფრანგეთის წინააღმდეგ ითამაშებს. სხვა მატჩები ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. თუმცა, სავარაუდოდ  ბორჯღალოსნების ფიჯის ეროვნულ გუნდს  21 ნოემბერს უმასპინძლებენ.  აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ აშშ-ს ნაკრებს 14 ნოემბერს ვუმასპინძლოთ.

 

გამორიცხული არ არის, ამ ორი მატჩიდან ერთ-ერთი ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართოს.