ედი ჯონსს ხელფასს უმცირებენ

ინგლისის რაგბის კავშირმა კორონავირუსის პანდემიის გამო უკვე განიცადა ფინანსური დანაკარგები. როგორც ამ ორგანზაციის ეკონომისტები ვარაუდობენ მოდევნო 18 თვის განმავლობაში ზარალი 50 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიაღწევს.

 

ამიტომ, ინგლისური რაგბის მამები იძულებულნი არიან ხელფასების შემცირებაზე იზრუნონ. სეკვესტრში მოყვება ინგლისის ნაკრების ავსტრალიელი მთავარი მწვრთნელი ედი ჯონსიც, რომელსაც უკვე შეთავაზეს, რომ ხელფასის 25 პროცენტით დაკლებაზე დათანხმდეს.

 

აღსანიშნავია, რომ ედი ჯონსი, რომელსაც კონტრაქტი 2021 წლის ივნისში ეწურება, ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაუდებადი მწვრთნელია. მისი წლიური ჯამაგრი 750 ათასი გირვანქა სტერლინგია. საგულისხმოა, რომ ინგლისის რაგბის კავშირს მისთვის კონტრაქტის გაგრძელება 2023 წლის მსოფლიოს თასამდე ჯერ არ შეუთავაზებია.