სუპერლიგა კორონამდე. გუნდების შეფასება. ბათუმი

I ადგილი. 10:5

ლიდერები: ქულა - კოლინ მალკოლმი, 19.0; მოხსნა - ნიკოლა ვუიოვიჩი, 11.1 პასი - ნიკოლაოს დიპლაროსი, 8.2.

 

სეზონის წინ: ბათუმი შარშან უკვე ძალიან კარგი გუნდი იყო. ეპიზოდებში, აკლდა სტაბილურობა და ოდნავ ღრმა, უკეთესი შემადგენლობით პროგრესი მოსალოდნელი იყო. შეიცვალა ლეგიონერების ჯგუფი (ქართული კალათბურთის რეალობა) და რეგულარულის პროცესში ბათუმმა დაიმატა მოთამაშე, რომელმაც გუნდი დააბალანსა. ამ პროცესს ეფექტურად ედგა სათავეში მთავარი მწვრთნელი გია კაზანჯიანი და გუნდი კარგი ჩემპიონატისთვის ემზადებოდა. კარგი და შედეგიანი რეგულარულისთვის. და, ბათუმმა ეს მიიღო. 

 

რეალობა: საოცარი მეორე ნახევარი. ყველაზე ღრმა შემადგენლობა სუპერლიგაში და რამდენიმე სათადარიგო, რომელიც ნებისმიერი გუნდის სასტარტოში დადგებოდა. ბათუმმა გაარტყა კოლინ მალკოლმის დაკონტრაქტებით. ბიჭმა საშუალოდ 19.0 ქულა, 8.3 მოხსნა, 2.3 პასი, 1.6 დაფარება და 1 ჩაჭრაზე მეტი დაირტყა. მალკოლმი სეზონის ყველაზე შეუჩერებელი მოთამაშე გახდა. ჭკვიანი, დახვეწილი ცენტრია ნიკოლა ვუიოვიჩი, რომელმაც თითქმის ჩავარდნის გარეშე ჩაატარა მთელი ეს გარბენი. 4 ქულა მგზავრებთან მოგებულ ჩეხვაში (70:68) დაილექება. ცენტრი, რომელიც კარგად იღებდა პაუზას და ხანდახან, უკვირდა, რატომ ვერ კითხულობდა თანაგუნდელი მის შემდეგ ნაბიჯს. ალბათ, საბოლოოდ ჩამოყალიბდა კარგ და საჭირო მოთამაშედ ლევან მასხულია. ოლიმპში ორი დაკარგული სეზონის შემდეგ, მან მიიღო ნდობა და მოტივაცია. კაზანჯიანმა კარგი მოთამაშე გახსნა. სტატისტიკამაც (10.7 ქულა, 5.0 მხოსნა, 3.1 პასი) წამოიღო. და, ნიკოლაოს დიპლაროსი. ძალიან კარგი კიდევ ერთი სათადარიგო ლევან ელიაძეც. ყველამ დაგლიჯა. და, გადავდივართ შემდეგ პუნქტზე.

 

ლიდერი: პროცესი წაიყვანა მთავარმა მწვრთნელმა. სამწამიანში პრობლემები მოაგვარა ნიკოლამ, რომელსაც მაღალი მოთამაშისთვის იდეალური სახელი აქვს. კალათბურთში ყველა ნიკოლამ დაგლიჯა. და, გუნდის ჯოკერი გახდა დიპლაროსი. არასტანდარტული აზროვნებით, რომელიც ხშირად უსწრებდა გუნდის აზროვნებას,. დიპლაროსმა დაძაბვის გარეშე აკრიფა საშუალოდ 18.0 ქულა, 8.2 პასი და 4.0 მოხსნა, უკანა ხაზიდან გვერდზე გადახტომით, სპანულისის სტილში (აქაც სპანულისი) გლიჯა რამდენიმე მაგარი სამიანი და ბათუმმა მოიგო რეგულარული. მართლა ძალიან მაგარი მოთამაშე იყო.

 

კორონას რომ არ ემოქმედა: ბათუმი და თსუ ჩემპიონობის მთავარი ფავორიტები იყვნენ. და, ბათუმი გახდა ერთადერთი გუნდი, რომლის ყველა ლიდერი თამაშიდან სროლების 50 და მეტ პროცენტს აგდებდა (მალკოლმი 64, ალექსანდრე ფევაძე 55, მასხულია 53, დიპლაროსი 57, ვუიოვიჩი 64). კიდევ ერთხელ, მაგარი სამუშაო ჩააატარა კაზანჯიანმა და ეს ბათუმი ჩემპიონატის ყველაზე ლამაზი გუნდი გახდა.

შეფასება: 10-დან 8.

 

ფოტო: www.gbf.ge