ბოდენ ბარეტი კარანტინს არღვევს?

ახალი ზელანდიის ნაკრების მგეზავი ბოდენ ბარეტი კარანტინის წესების დარღვევაში დაადანაშაულეს. ოლ ბლექსის ლიდერი ფოტო კორესპონდენტმა ფილ უოლტერმა ერთ-ერთ მოედანზე ვარჯიშისას დააფიქსირა.

 

როგორც გაირკვა, ბარეტი რეგულარულად ვარჯიშობს ფიზიკური ფორმის შენარჩუნების მიზნით საკუთარ სახლთან ახლოს მდებარე მოედანზე. როგორც ადგილობრივი პოლიციის კომისარმა მაიკ ბუშმა თქვა, ბარეტს არ დაურღვევია ქვეყანაში შემოღებული დროებით აკრძალვების წესი.

 

"ის თავის სახლთან ახლოს ვარჯიშობდა და არ იმყოფებოდა მჭიდრო კონტაქტში სხვა ადამიანებთან" - თქვა მან.