ნოიერს მსურველი ინგლისიდან გამოუჩნდა

ლონდონის ჩელსი მანუელ ნოიერითაა დაინტერესებული. ცნობილია, რომ ტრანსფერის ინიციატორი ფრენკ ლამპარდია, რომელიც კეპა არისაბალაგას თამაშით უკმაყოფილოა და მეკარის დამატებაზე ფიქრობს. 

 

როგორც მოგეხსენებათ გერმანელს ბაიერნთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, მხარეები კი ახალი ხელშეკრულების პირობებზე ვერ თანხმდებიან, რაც ნოიერის გუნდიდან წასვლის შანსებს საკმაოდ ზრდის. 

 

გერმანელი კარის დარაჯი, რომელიც დღეს 34 წლის გახდა, ბაიერნში 2011 წლიდან თამაშობს და რეკორდმაისტერთა ლეგენდად იქცა. დღეს იგი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და მიუნხენელთა წარმატებებში დიდი წვლილი შეაქვს. ამ სეზონში მანუელმა 37 მატჩი ჩაატარა, 38 გოლი გაუშვა და 15-ჯერ კარი მშრალად შეინახა.