გვარდიოლას იუვენტუსის ფეხბურთელი სურს

მანჩესტერ სიტი ზაფხულში დაცვის გაძლიერებას აპირებს. სწორედ აქედან გამომდინარე ქალაქელებს იუვენტუსიდან ლეონარდო ბონუჩის გადაბირება სურთ. მიზნის მიღწევა მარტივი არ იქნება, რადგან იტალიელი მცველი ტურინელთა ერთ-ერთი ლიდერია. აქვე გეტყვით, რომ ტრანსფერის ინიციატორი პეპ გვარდიოლაა. 

 

ბონუჩიმ კარიერა ინტერში დაიწყო, სადაც 2 წელი ითამაშა. შემდეგ იყო ტრევიზო, პიზა, ბარი 2010-17 წლებში კი იუვენტუსში თამაშობდა. 2017 წელს იტალიელი მილანში გადავიდა, 1 წლის შემდეგ კი ბებერ ქალბატონს დაუბრუნდა. 32 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში 34 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

 

რაც შეეხება სიტის, გვარდიოლას გუნდს პრემიერლიგაში 57 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და ლიდერ ლივერპულს 25 ქულით ჩამორჩება. შეგახსენებთ, რომ ქალაქელებს მომდევნო 2 სეზონი ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლა ფინანსური დარღვევების გამო აკრძალული აქვთ.