ლალიგა და კორონავირუსი - სეზონის განახლების 3 ვარიანტი

ესპანური მედიის ინფორმაციით, ლალიგის ხელმძღვანელები მიმდინარე სეზონის დასრულების რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო მიმდინარე თვეში ტურნირი გაურკვეველი დროით შეჩერდა.

 

ამ მომენტისთვის სამი ვარიანტი განიხილება:

  • სეზონი მაისში განახლდება. ტურნირი ივლისის შუა რიცხვებამდე დასრულდება, ხოლო მატჩები 3 დღეში ერთხელ ჩატარდება.
  • ტურნირი ზაფხულში განახლდება.
  • ჩემპიონატი სექტემბერში განახლდება.

 

აღნიშნული გეგმის განხორციელება კორონავირუსზე არის დამოკიდებული. ამ კუთხით განსხვავებული მდგომარეობაა იტალიაში, სადაც სერია ა-ს ვადამდელ დასრულებაზე ალაპარაკდნენ. იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს 1 თვეში პანდემია არ ჩაცხრება, სავარაუდოდ, იტალიის ჩემპიონატი ახლანდელი სატურნირო ცხრილით დასრულდება.

 

შეგახსენებთ, უკანასკნელი მონაცემებით მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით დაინფიცირების ფაქტი 590 000-ჯერ გამოვლინდა. ვირუსმა 26 000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.