რონალდინიო იზოლაციაშია - ადვოკატის გარდა ვერავინ ნახავს...

ელ მუდნო დეპორტივოს ინფორმაციით, რონალდინიოსა და რობერტოსთვის (მისი ძმა) პარაგვაის ციხეში ცხოვრება უფრო მეტად გამკაცრდა. ბრაზილიელ ვარსკვლავს, ადვოკატის გარდა, ნებისმიერი ვიზიტი აეკრძალა. 

 

ასეთი მკაცრი ზომების მიღების მიზეზი არა რამე სადამსჯელო სანქცია, არამედ პარაგვაიში კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლაა. 

 

რონალდიონიო სასჯელს ასუნსიონში მდებარე ციხეში - აგრუპასიონ ესპაესიალიზადაში - იხდის. ამ ციხეში შედარებით მსუბუქი მუხლით ბრალდებულები სხედან, რომლებსაც ადამიანის განზრახ მკვლელობასთან ან რეციდივთან საქმე არ აქვთ.

 

ბარსელონას ყოფილმა ფეხბურთელმა შესაძლოა გისოსებს მიღმა 6 თვე გაატაროს...