ვალენსია - 25 კაცი დავირუსებულია...

ვალენსია დავირუსებულია... ესპანური Marca ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვალენსიას 25 წევრს კორონავირუსი აქვს, მათ შორის, 10 ფეხბურთელია, 15 კი - კლუბის პერსონალი.

 

ამ 10 ფეხბურთელის სახელ-გვარი არ ხმაურდება, მაგრამ წინა დღეებში გაირკვა, რომ მათ შორის არიან ხოსე ლუის გაია, ეზეკილ გარაი და ელიაკიმ მანგალა. ვალენსია კარანტინშია.

 

შეგახსენებთ, ვალენსია ატალანტასთან გავარდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში. სხვადასხვა სააგენტოების ცნობით, ამ გუნდების იტალიაში გამართული შეხვედრა (19 თებერვალს) ბიოლოგიური ბომბი გამოდგა: უამრავი ადამიანი დაინფიცირდა... მატჩს მილანის სან-სიროზე 40 000 გულშემატკივარი დაესწრო.