ნოიერმა ჩელსის უპასუხა

რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ ლონდონის ჩელსის მანუელ ნოიერის შეძენა სურს. დღეს გავრცელებული ცნობებით, გერმანელმა მეკარემ არისტოკრატები უარით გაისტუმრა. შეგახსენებთ, რომ ლამპარდი კეპა არისაბალაგას თამაშით უკმაყოფილოა და მის შემცვლელს ეძებს.

 

ნოიერს ბაიერნთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება და მხარეები განახლებული ხელშეკრულების პირობებზე ვერ თანხმდებიან. ამ სეზონში ნოიერმა 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 38 გოლი გაუშვა და 15 თამაშში კარი მშრალად შეინახა. 

 

რაც შეეხება ჩელსის, ლამპარდის გუნდს პრემიერლიგაში 48 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.