ადესანიამ UFC 249-ის ჩატარების ადგილი დაასახელა

UFC-ის ნიგერიელმა მებრძოლმა, ისრაელ ადესანიამ ტვიტერის საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ UFC 249, სავარაუდოდ, საუდის არაბეთში გაიმართება. შეგახსენებთ, ამ ტურნირზე ერთმანეთს ხაბიბ ნურმაგომედოვი და ტონი ფერგიუსონი დაუპირისპირდებიან.

 

 

თავდაპირველად, UFC 249 ნიუ იორკში უნდა შემდგარიყო, თუმცა კორონავისურის პანდემიის გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ ღონისძიება გააუქმა.

 

შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოს მასშტაბით დაგეგმილი პრაქტიკულად ყველა სპორტული ჩემპიონატი და ტურნირი დროებით გაუქმდა ან შეჩერდა.

 

უკანასკნელი ინფორმაციით, COVID-19-ით ინფიცირების რაოდენობამ 645,194-ს მიაღწია. სახიფათო ვირუსმა 29,956 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.