ვირუსი რომ გადაივლის...

 

 

 

 

 

 

 

covid 19-ის გამო საფეხბურთო ბიზნესის განვითარებას თავის მოზრდილი დარი კი დაასვა, მაგრამ ადრე იქნება თუ გვიან მომაკვდინებელი ვირუსი ძალას დაკარგავს და ფეხბურთიც ისევე  გაშმაგებით გაგრძელდება. მდიდარი კლუბები კიდევ უფრო გამდიდრდებიან და ცალკეული ფეხბურთელების ტრანსფერშიც იმდენს იხდიან, ზოგიერთი მცირე ქვეყნის ბიუჯეტს რომ აღემატება.

ნავირუსევს, ცხადია, არც ტექნოლოგიურ-ინფრასტრუქტურული პროგრესიც გაგრძელდება. თავმომწონე კლუბიბი უკვე ახალ, სუპერთანამედროვე სტადიონების მშენებლობას, ან ძირეულ რეკონსტრუქციას გააგრძელებენ...

მოკლედ: არსენალმა ემირეითსი 2006 წელს გახსნა, მანჩესტერ სიტიმ და ლივერპულმა კი  საკუთარ სარბიელებს ტრიბუნები მიამატეს. ჩელსი სტემფორდ ბრიჯის დანგრევას და ახალი, 1 მილიარდიანი სტადიონის აშნებას აპირებდა, მაგრამ კლუბის მფლობელის რომან აბრამოვიჩის სავიზო პრობლემების გამო შეჩერდა. ახლა ეს ამბავი მოგვარებულია და მშენებლობაც მიმდინარეობს.

მილანი და ინტერი ლეგენდარული სან სიროს დემონტაჟს და მის ადგილზე ახლის აშენებას აპირებენ, რაც ადგილობრივი ქომაგების უკმაყოფილებას იწვევს.

ცოტა ხნის წინ ტოტენჰემმა 850 მილიონიანი არენა გახსნა...

მოკლედ, ახალ დროს ახალი გამოწვევები მოაქვს და ინფრასტრუქტურული პროექტებიც არ არის გამონაკლისი. აქ რამდენიმე მსოფლიო დონის პროექტზე გავამახვილებთ ყურადღებას.

მილანის ახალი სტადიონი, მილანი

ლეგენდარული სან სიროს დანგრევის ამბავმა მილანისა და ინტერის ფანებს ერთობ დასწყვიტა გული. 1925 წელს აშენებული შესანიშნავი ნაგებობა არა მხოლოდ სპორტული ღონისძიებების მასპინძლობითაა ცნობილი. თუმცა, იქ თავის დროზე მსოფლიო ჩემპიონატის ცხრა მატჩი ჩატარებულა, 1990 წლის მონდიალის მილანური გახნა ხომ დღემდე საუკეთესოდ ითვლება ისტორიაში. ასევე იქ ოთხი ჩემპიონთა თასის (ლიგის) ფინალური მატჩი გამართულა.

milan new san siro 

გარდა ამისა, სხვადასხვა დროს იქ უმღერიათ ბობ მარლის, დევიდ ბოუის, ბობ დილანს, როლინგ სტოუნზს და მადონას.

იუვენტუსის სტადიონის არ იყოს, მილანის არენის ტევადობა დაახლოებით 20 ათასით  შემცირდება (ახლა 80 018 მაყურებელს იტევს), თუმცა მნიშვნელოვნად დაიხვეწება ვიზუალი,  ხედები და ინფრასტრუქტურა.

ახალი არენა 2023 წლისთვის უნდა იყოს მზად, თუმც ახლა იტალიაში, მით უმეტეს მილანში სტადიონისთვის არავის ცხელა...

კამპ ნოუ, ბარსელონა

თითქოს სიდიადე აკლდეს... 2022 წლისთვის ევროპის ყველაზე დიდი სტადიონი კიდევ უფრო გაიზრდება. მოდერნიზაციაში  დაახლოებით  600 მილიონი ევრო დაიხარჯება. გადაიხურება და ტევადობა 105 ათასამდე გაიზრდება.

Barcelona stadium news: Stunning images of new, 105,000 capacity ...

ასევე შენდება ახალი, იოჰან კრუიფის სახელობის 6 ათასიანი სტადიონი, რომელზეც ბარსა B ითამაშებს. კიდევ იმავე კომპლექსში, 12 ათასიანი დარბაზი ბარსას კალათბურთის, ხელბურთის, ფუტზალის, ფრენბურთისა  და შაიბიანი ჰოკეის გუნდებისთვის აშენდება.

მილანისა არ იყოს, ვირუსის გავრცელების მხრივ ბარსელონაშიც ურთულესი ვითარებაა.

გრანდ სტად დე კასაბლანკა, მაროკო

მაროკოს ორი უძლიერესი კლუბი, ასევე მაროკოს ეროვნული ნაკრები გაიყოფენ ახალ გიგანტურ სტადიონს. რაჯა და უაიდად კასაბლანკებს აფრიკაში საუკეთესო სარბიელი ექნებათ, რომელიც 2025 წლისთვის 93 ათას მაყურებელს დაიტევს.

გიგანტური სტადიონის პროექტი ჯერ კიდევ 2010 წლისთვის იყო ჩაფიქრებული, როცა მაროკომ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე შეიტანა განაცხადი, მაგრამ მაშინ ტურნირი სამხრეთ აფრიკაში ჩატარდა. იგივე მოხდა 2026 წლის მონდიალის მასპინძლიბის შემთხვევაშიც. მოგეხსენებათ, ფიფამ ეს უფლება აშშ-ის, მექსიკასა და კანადას ერთობლივად არგუნა.

თუმცა მაროკოელები იხტიბარს არ იტეხენ და 2030-ში მსოფლიო თასის ესპანეთთან და პორტუგალიასთან ერთად ჩატარებას გეგმავენ. ახალი სტადიონი ყველა შემთხვევაში დასჭირდებათ.

ლუსაილ იკონიკ სთედიუმი, ყატარი

ეს სტადიონი, რომლის პროექტი ბრიტანული Foster Partners-ის არქიტექტორებმა შეიმუშავეს, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩს უმასპინძლებს. სტადიონი 89 ათასიანი იქნება, ტურნირის შემდეგ კი 20 ათასიანი გახდება. შენობის დანარჩენი ნაწილები მაღაზიების, კაფეების, ჯანდაცვის ობიექტბისა და სპორტული მოედნების გაუმჯობესებას მოხმარდა.

სანტიაგო ბერნაბეუ, მადრიდი

ოდინდელ მტერ ბარსელონას რომ არ ჩამორჩეს, მადრიდის რეალი თავისი სანტიაგო ბერნაბეუს სუპერმოდერნიზაციას გეგმავს. თუმცა კატალონიელთაგან განსხვავებით, კასტილიელები ადგილების გაზრდას არ გეგმავენ ტრიბუნები ისევ 81 044 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

 The future Santiago Bernabéu | Real Madrid CF

დაახლიებით 600 მილიონიანი პროექტის თანახმად, მთავარი ცვლილებები ფასადის მხარეს შეეხება. ბერნაბეუ სარკესავით მბზინავი გახდება და მთლიანად ავტომატური გადახურვის მექანიზმით აღიჭურვება.

მინდორი 10 მეტრით ამაღლდება, ამერიკული Jumbotron-ის სტილის მიხედვით, რომელსაც ისეთი მოწყობილობის დასამონტაჟებლად გამოიყენებენ, ქომაგებს წარმოდგენის 360 გრადუსით ხილვის საშუალებას რომ მისცემს... ასეთ დანადგარებს სფერულ ვიდეოსაც უწოდებენ, რომელიც ერთდროულად ყველა კუთხის ხილვის ილუზიას ქმნის. ასევე კეთილმოეწყობა ვიპ და კერძო ლოჟები... თუმც ვირუსი მადრიდშიც მძვინვარებს... „ც“ რა სათქმელია, მადრიდშია თუა...