ენტონი ჯოშუა: "თავი მაღლა ასწიეთ!"

ისეთი მეამბოხე ადამიანიც კი, როგორიც ენტონი ჯოშუაა, ექიმების რჩევებს ყურადღებით უსმენს და კარანტინში მათ მითითებებს ზედმიწევნით ითვალისწინებს. მძიმე წონით კატეგორიაში, WBA, WBO, IBF და IBO-ს ჩემპიონმა სწორედ ამის შესახებ ისაუბრა

 

"ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსისგან იტანჯებიან, სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, რადგან ეს სახუმარო საქმე არ არის. მსოფლიომ ამის წამალი ჯერ ვერ მონახა. 

 

მოსახლეობის დაინფიცირებულ ნაწილსა და იმ ხალხს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს, მინდა ვუთხრა: თავი მაღლა ასწიეთ!

 

ცხოვრებაში ახლობელი ადამიანები მეც დამიკარგავს: ზოგიერთი სავარჯიშო დარბაზიდან, მეგობრები, მეგობრების მეგობრები. მესმის, რომ ძალიან მძიმეა, როდესაც ეს ვირუსი შენს სახლში შემოდის. 

 

ისეთი მეამბოხე ადამიანიც კი, როგორიც მე ვარ, ექიმების რეკომენდაციებს უსმენს და უჯერებს," თქვა ენტონი ჯოშუამ

 

რამდენიმე ხნის წინ ჯოშუა პრინც ჩარლზს შეხვდა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინეს...