სერენა უილიამსი: შოკში ვარ

კორონავირუსის პანდემიის გამო ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირი, უიმბლდონი გაუქმდა. როგორც ცნობილია, ის 29 ივნისიდან 12 ივლისამდე უნდა გამართულიყო.

 

ცნობილმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა, სერენა უილიამსმა, ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

 

"შოკში ვარ", - ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა სერენამ.

 

 

უიმბლდონი 2021 წლამდე გადაიტანეს - აღნიშნული ტურნირი 2021 წლის 28 ივნისიდან 11 ივლისამდე ჩატარდება.

 

შეგახსენებთ, ცოტა ხნით ადრე კორონავირუსის პანდემიის გამო ATP-მ 7 ივნისამდე დაგეგმილი ყველა ტურნირი გააუქმა ან უცნობი დროით გადადო. როგორც აღმოჩნდა, სახიფათო ვირუსს ვერც უიმბლდონი გადაურჩა.