ფერგიუსონი: ხაბიბი შევაშინე, ის უბრალო ლეკვია

UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონობის კანდიდატმა, ტონი ფერგიუსონმა თავისი მეტოქე, ხაბიბ ნურმაგომედოვი გააკრიტიკა. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ დაღესტნელმა მებრძოლმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო მასსა და ფერგიუსონს შორის დაგეგმილი დაპირისპირება ვეღარ შედგება.

 

"ხაბიბს შეეშინდა. მას აბუ-დაბიში დაბრუნება შეეძლო, თუმცა ეს არ გააკეთა. ასეთი დარტყმა მას უკვე მეორედ მივაყენე.

 

მე დაქირავებული მკვლელი ვარ. ხაბიბი და კონორი? ისინი კუდებს იქნევენ და ძაღლებივით ფეხებში მებლანდებიან. მათ ძაღლებსაც ვერ ვუწოდებ, ისინი უფრო კნუტებს გვანან. ხაბიბს უკვე ვუთხარი, რომ მისი ქუდით იატაკს მოვწმენდდი. როგორც ჩანს, ისინი საკმარისად არ მაფასებენ, მაგრამ არაუშავს, მე უკვე ჩემპიონი ვარ", - თქვა ფერგიუსონმა.

 

შეგახსენებთ, ნურმაგომედოვის ანგარიშზეა 28 ბრძოლა და ამდენივე გამარჯვებაა. რაც შეეხება ფერგიუსონს - მანაც 28-ჯერ იჩხუბა, 25-ჯერ მოიგო და სამჯერ დამარცხდა.