კვირკველიაზე... როგორ ჩაიშალა ლესტერი

მოსკოვის ლოკომოტივის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ილია გერკუსმა სოლომონ კვირკველიას ადრინდელ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა. ინგლისურ ლესტერში...

 

„მშვენიერი მომენტი იყო ტრანსფერისთვის. ლესტერი 15 მილიონ გირვანქას გვთავაზობდა. თუმცა ჩვენი კლუბის ხელმძღვანელობიდან მხოლოდ მე ვიყავი თანახმა, რომ გაგვეყიდა. ვამბობდი, ასეთი წინადადება შეიძლება აღარც შემოგვთავაზონ.

 

...იური სიომინმა განაცხადა: „ჩემპიონი გუნდიდან არავის არ გავყიდით. ყველას გავუგრძელებთ კონტრაქტს“. წინააღმდეგი ვიყავი და სიომინს ვუთხარი, მაგრამ მწვრთნელმა აზრი არ შეიცვალა. სხვებმაც თქვეს, როგორც სიომინს სურს, ისე იყოსო.

 

...მაინც ვცადე მათი გადარწმუნება: „კი მაგრამ ფული?“. მათ მითხრეს, რო ფულში რკინიგზა შემოგვეშველებოდა. ვთქვი, ორიოდე ფეხბურთელს თუ არ გავყიდით, გაგვიჭირდება-მეთქი. ამის მერე კი ლოკომოტივის ხელმძღვანელობისგან მოისმენთ, რომ ფინანსურად მაინცდამაინც კარგი სიტუაცია არ აქვთ. როგორ ექნებათ ასეთი გადაწყვეტილების მერე?!"