შენგელიას 3 თვიანი...

თორნიკე შენგელია ევროლიგის მთელ  რეგულარულ სეზონს გამოტოვებს

ევროლიგის მორიგ ტურში ბასკონია სტამბოლში ფენერბახჩეს დაუპირისპირდება. სამწუხაროდ, მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებ გუნდის კაპიტანი და საქართველოს ნაკრების ლიდერი თორნიკე შენგელია.

 

შეგახსენებთ, თოკომ, ესპანეთის ჩემპიონატში, რეალთან მუხლის დაზიანება მიიღო. იმედი გვქონდა, რომ ტრავმა სერიოზული არ გამოდგებოდა და ქართველი კალათბურთელიც პარკეტს მალე დაუბრუნდებოდა, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. ბასკონიას მთავარმა მწვრთნელმა, ველიმირ პერასოვიჩმა, ფენერბახჩესთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვაზე, რომელიც შენგელიას ტრავმას ეხებოდა უპასუხა, რომ ჩვენებურს მინიმუმ 3 თვე უქმობა მოუწევს.

 

ამრიგად, თორნიკე შენგელია ევროლიგის მთელ  რეგულარულ სეზონს გამოტოვებს.