მოჩქარეს მოუგვიანდა

როგორც რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, მიუნხენის ბაიერნის ცენტრალური მცველი ჟერომ ბოატენგი რამდენიმე დღის წინ ავტოავარიაში მოჰყვა. გამოცდილი ფეხბურთელი ფრანკფურტის მიმართულებით დიდი სიჩქარით მიდიოდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.

 

აღნიშნულის გამო გერმანულმა გრანდმა იგი დააჯარიმა, რადგან შემთხვევის დროს ჟერომმა კარანტინის წესები დაარღვია. ჯერჯერობით უცნობია რა თანხის გადახდა მოუწევს ბოატენგს კლუბისთვის, თუმცა იმის თქმა დანამდვილებით შეგვიძლია, რომ მის მიერ გადახდილი ჯარიმა მიუნხენის ერთერთ საავადმყოფოს მოხმარდება. 

 

 

"მზად ვარ ნებისმიერი სახის ჯარიმა მივიღო, თუ ის სამართლიანი იქნება. იმ დროს მხოლოდ ჩემს შვილზე ვფიქრობდი, რომლის სანახავადაც მივდიოდი. ვიცი, რომ შეცდომა დავუშვი როცა კლუბის ხელმძღვანელები არ გავაფრთხილე ქალაქიდან გასვლის შესახებ,"-თქვა ცენტრალურმა მცველმა.