მოდრიჩი 2021

ხორვატიის ნაკრებისა და რეალის 34 წლის ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი, მადრიდულ კლუბში კონტრაქტის ამოწურვამდე აპირებს დარჩენას. ხელშეკრულებას ვადა მას 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

ამბობენ, რომ ფეხბურთელმა უკვე აცნობა თავისი განზრახვის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობას. ცოტა ხნის წინათ ვრცელდებოდა ხმები, რომ მოდრიჩი შესაძლოა მილანის ინტერში ან ამერიკულ ინტერ მაიამიში გადასულიყო, რომლის თანამფლობელიც ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ლეგენდარული დევიდ ბექემი გახლავთ.

მოდრიჩი სამეფო კლუბის ღირსებას 2012 წლიდან იცავს.