ოფიციალურად - ფედერერი მომავალ წელსაც ითამაშებს

38 წლის ჩოგბურთელმა, როჯერ ფედერერმა, მომავალ წელს ჰალეს ტურნირზე მონაწილეობა დააანონსა. ლეგენდარული ჩოგბურთელის თქმით, 2021 წელს ის კვლავ ითამაშებს და კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.

 

"რთული დრო დადგა, თუმცა იმაზე ძლიერები დავბრუნდებით, ვიდრე აქამდე ვიყავით. მომავალ წელს გასამართ ჰალეს ტურნირს უკვე მოუთმენლად ველოდები. თავს გაუფრთხილდით!", - თქვა ფედერერმა.

 

შეგახსენებთ, ლეგენდარულ შვეიცარიელს აღნიშნული ტურნირი 10-ჯერ აქვს მოგებული.