კლოპი: სეზონის ყველაზე რთული მატჩი იყო

ლივერპულის მწვრთნელი ნირწამხდარია, თუმცა იხტიბარს არ იტეხს

ლივერპულმა წააგო. ადრე თუ გვიან ალბათ ეს მოსალოდნელიც იყო. მარცხი ყოველთვის მტკივნეულია, მაგრამ როდესაც ეს უშუალო კონკურენტთან ხდება ორმაგად გულზე მოსახვედრი.

 

მატჩის შემდეგ, რომელიც ლივერპულმა 1:2 წააგო ოდნავ ნირწამხდარი ჩანდა იურგენ კლოპიც:

 

„მეტოქის დარტყმული ძელს მოხვდა და კარებში ისე შევარდა. ჩვენი დარტყმულიც მოხვდა ძელს, თუმცა ბურთი უკან გამოვარდა. საერთო ჯამში, ორივე გუნდისთვის რთული მატჩი გამოდგა.

 

გულშემატკივარმა ტაქტიკური ომიც იხილა. ორივე გუნდს შეეძლო თავი უკეთ წარმოეჩინა, თუმცა ამის საშუალებას არცერთი არ ვაძლევდით. ლივერპულმა წააგო და ეს კარგი განცდა არ არის, მაგრამ ფეხბურთია, ყოველთვის ვერ მოიგებ. სიტისთან ჩვენ სეზონის ყველაზე რთული მატჩი გვქონდა“ - აღნიშნა ლივერპულის გერმანელმა დამრიგებელმა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.