ფერნანდინიო პეპს არ ელევა

მანჩესტერ სიტის ნახევარმცველმა, ფერნანდინიომ, პრემიერლიგის მოქმედ ჩემპიონთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. განახლებული ხელშეკრულების მიხედვით, ბრაზილიელი ქალაქელთა რიგებში 2021 წლის ზაფხულამდე იასპარეზებს.

 

„ჩემთვის ეს წარმოუდგენლად სასიხარულო ამბავია. თანაგუნდელებსა და კლუბის პერსონალს მადლობას ვუხდი. მათ გარეშე ეს გარიგება ვერ შედგებოდა. მანჩესტერ სიტიში ყოფნის თითოეული წამით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ“, - თქვა 34 წლის ბრაზილიელმა.


შეგახსენებთ, ფერნანდინიო სიტიში უკრაინული შახტარიდან 2013 წელს გადავიდა.


პრემიერლიგის წლევანდელ გათამაშებაში მან 20-ჯერ ითამაშა.