ბარსას ზაფხული ზამთარშია

ბარსელონამ ჭაბუკი ფრანგი აიყვანა

ბარსელონამ ფრანგული ტულუზას მცველი ჟან-კლერ ტოდიბო გადაიბრირა. 19 წლის ფეხბურთელმა კატალონიურ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმც ახალ კლუბს ოდენ სეზონის ბოლოს შეუერთდება. იქამდე კონტრაქტის პირობების ბოლომდე შესასრულებლად ისევ ტულუზაში ითამაშებს.

 

 

ზაფხულში კი ტოდიბოს სანაცვლოდ ბარსას მხოლოდ საკომპენსაციო თანხის გადახდა მოუწევს. ითქვა, რომ წინასასეზონო სამზადისს ჭაბუკი ფრანგი ბარსელონას მთავარ გუნდთან გაივლის.

 

 ჟან-კლერ ტოდიბო ტულუზას სკოლის აღზრდილია. კლუბში დებიუტი მას 2018 წელს ჰქონდა.

 

მიმდინარე სეზონში კი მთავარი გუნდის მაისურა 10 შეხვედრაში მოირგო და ერთი გოლიც გაიტანა.