პროგნოზი: ალავესი-ვალენსია

პროგნოზი: ალავესი-ვალენსია

ალავესი-ვალენსია

დრო: 5 იანვარი, შაბათი, 19:15 საათი

მსაჯი: დავიდ ხიმენესი (ესპანეთი).

 

სატურნირო მდგომარეობა

ლა ლიგაში მიმდინარე სეზონის მთავარი აღმოჩენა ალავესი გახლავთ. გუნდი, რომელიც რამდენიმე ტურის წინ გათამაშებას ლიდერობდა, ახლა კი დაგროვილი 28 ქულით მეხუთე პოზიციაზე იმყოფება და დღეს გამარჯვების შემთხვევაში მადრიდის რეალის გადასწრებას და ჩემპიონთა ლიგის ა ზონაში გადასვლას მოახერხებს. გუნდი, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 2 სეზონის წინ აღზევდა, მისი დღევანდელი მეტოქის დარად არც ბევრ გოლს იტანს და არც თავად უშვებს, კონკრეტულად ეს ციფრებში ასე გამოიყურება - 19:17.

 

ალავესი, რომელიც ლა ლიგაში ორი შეხვედრა არ დამარცხებულა, საშინაო კედლებში 8-მატჩიან წაუგებელ სერიას ფლობს. აქ ალავესმა ისეთი გუნდების წინააღმდეგ ითამაშა, როგორებიც მადრიდის რეალი სევილია და ვილიარეალი არიან.

 

2018 წელი ალავესმა რეალ სოსიედადთან სტუმრად მოპოვებული გამარჯვებით დაასრულა (0:1).

 

რაც შეეხება ვალენსიას, რომელმაც წინა სეზონი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა, მეოთხე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა, წელს ვეღარ ბრწყინავს და ევროზონისგან საკმაოდ შორს, მე-11 ადგილზე იმყოფება. გუნდს 22 ქულა აქვს, ბურთების შეფარდება - 15:14.

 

ვალენსიამ, რომელმაც ყველა ტურნირზე 5-მატჩიანი წაუგებელი სერია შემოგვთავაზა, სტუმრად ჩატარებული ბოლო სამი მატჩიდან ომში დამარცხდა (1 ფრე) და საერთო ჯამში ერთადერთი გოლი გაიტანა.

 

ბოლო, მე-17 ტურის შეხვედრა ღამურებმა გამოკვეთილ აუტსაუდერ უესკასთან მესტალიაზე ჩაატარეს და - 2:1 იმარჯვეს.

 

ურთიერთშეხვედრები

გუნდების 18 დაპირისპირებიდან ვალენსიამ 12 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და სამში დამარცხდა.

 

წინა სეზონში გუნდები ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდნენ და 2-2 მოგება გაიყვეს.

 

ბოლო 6 მატჩიდან ოთხში გოლის გატანა ორივე მეტოქემ შეძლო.

 

სავარაუდო შემადგენლობა

ალავესი: პაჩეკო, მარინი, ლაგუარდია, მარიპანი, ნავარო, ჯონი, პინა, გარსია, გომესი, სობრინო, კალერი.
მთავარი მწვრთნელი: აბელარდო ფერნანდესი (ესპანეთი).

ვალენსია: ნეტო, პიჩინი, პაულისტა, გარაი, ლატო, ტორესი, პარეხო, ვასი, ჩერიშევი, მორენო, მინა. 
მთავარი მწვრთნელი: მასიმილიანო გარსია ტორალი (ესპანეთი).

 

პროგნოზი

იქიდან გამომდინარე, რომ ალავესი საშინაო კედლებში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, თანაც ვალენსიას ბოლო მატჩებში გამარჯვების მოპოვება უჭირს, უპირატესობა სწორედ მასპინძლებს ექნებათ.

გოლის გატანა/მიღება არცერთ გუნდს უყვარს და მათ ბოლო მატჩები უმეტესად ძალიან ცოტა ბურთი გადის.

 

ალავესი მოიგებს ან მატჩი ფრედ დასრულდება @1.53

2.5-ზე ნაკლები გოლი @1.55


ალავესი-ვალენსია

კალენდარული წლის პირველ შეხვედრაში ვალენსია 2003 წლის შემდეგ არ დამარცხებულა (15 მატჩი, 10 მოგება, 5 ფრე) მაშინ გუნდმა მადრიდის რეალთან წააგო (1:4).

ალავესი ლა ლიგაში ბოლო 9 მატჩში დაუმარცხებელია (5 მოგება, 4 ფრე), რაც მადრიდის ატლეტიკოს შემდეგ მეორე საუკეთესო შედეგია (10).

ვალენსიამ ლა ლიგაში სტუმრად ჩატარებული ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ ორი მოიგო (4 ფრე, 2 წაგება), აქედან 4-ში გუნდმა გოლი ვერ გაიტანა.

ვალენსიამ ამ სეზონში თავური დარტყმით ერთადერთი გოლი გაუშვა, უესკასთან ერთად ეს ყველაზე დაბალი შედეგია.

ალავესის ფეხბურთელ რუბენ სობრინოს ვალენსიას კარში 5 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, უფრო მეტი, ვიდრე სხვა ყველა გუნდის წინააღმდეგ.

ალავესის თავკაცმა აბელარდო ფერნანდესმა ვალენსიას მთავარი მწვრთნელის წინააღმდეგ კარიერაში ჩატარებული სამი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო (2016 წლის მაისში, ხიხონის სპორტინგის სათავეში, ვილიარეალის წინააღმდეგ).




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.