მაიდანამ მეივეზერის კბილისგან სუვენირი დაამზადა

მსოფლიოს ექს-ჩემპიონის, მარკოს მაიდანას თქმით, მან ფლოიდ მეივეზერს ერთ-ერთი ბრძოლის დროს კბილი ამოუგდო. არგენტინელმა სპორტსმენმა მეივეზერის კბილისგან სუვენირი გააკეთა. აღნიშნულ ინფორმაციას მაიდანა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

 

არგენტინელმა მოკრივემ სუვენირის ფოტო გამოაქვეყნა. მაიდანასთან ბრძოლა ჟურნალისტებმა მეივეზერსაც გაახსენეს. ამერიკელმა განაცხადა, რომ მესამე რაუნდში მაიდანამ მართლაც კარგი დარტყმა მიაყენა, თუმცა მას კბილი არ ამოვარდნია.

 

"მაიდანამ მესამე რაუნდის ბოლოს კარგად მომარტყა. მან უმძიმესი დარტყმა მომაყენა, თუმცა კბილი არ ამოუგდია. მაიდანას უძლიერესი დარტყმა აქვს, თუმცა მან კბილი არ ამომიგდო", - თქვა ფლოიდმა.