პროგნოზი: ვალიადოლიდი-რაიო ვალეკანო

პროგნოზი: ვალიადოლიდი-რაიო ვალეკანო

 

ვალიადოლიდი-რაიო ვალეკანო

დრო: 5 იანვარი, შაბათი, 16:00 საათი

მსაჯი: ადრიან კორდერო ვეგა (ესპანეთი).

 

სატურნირო მდგომარეობა

 

ორივე გუნდი ლა ლიგაში მიმდინარე სეზონში დაბრუნდა და ცხრილის მეორე ნაწილში იმყოფება.

 

ვალიადოლიდმა სეზონი შედარებით უკეთ დაიწყო და დაგროვილი 21 ქულით ამჟამად მე-13 პოზიციას იკავებს, ევროზონაში მყოფ ბეტისს კი ხუთით ჩამორჩება, ბურთების შეფარდება - 16:19.

 

რაც შეეხება რაიო ვალეკანოს, მისი მდგომარეობა გაცილებით მძიმეა. მადრიდელები მხოლოდ ერთადერთ გუნდს - უესკას უსწრებენ და 13 ქულით ბოლოსწინა - მე-19 ადგილზე არიან. გუნდმა ამ სეზონში 17 გოლი გაიტანა და 32 მიიღო, ამაზე მეტი გაშვებული მხოლოდ უესკასა და ლევანტეს აქვთ (34 ორივეს).

 

ვალიადოლიდმა, რომელსაც ორი მატჩი არ მოუგია, 2018 წელი ბილბაოს ატლეტიკთან სტუმრად ნათამაშები ფრით დაასრულა (1:1), ხოლო რაიო ვალეკანო, რომელსაც სამმატჩიანი წაგებათა სერია ჰქონდა, ლევანტესთან საშინაო გამარჯვება იზეიმა (2:1).

 

საშინაო კედებში ვალიადოლიდმა ბოლო ხუთი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოიგო, რაიო ვალეკანოს კი სტუმრად საშინელი შედეგი აქვს, გუნდმა ამ სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო, ისიც ბოლოადგილოსან უესკასთან და სექტემბერში, 6 შემთხვევაში კი დამარცხდა.

 

სავარაუდო შემადგენლობა

ვალიადოლიდი: მასიპი, ნაჩო, კალერო, ოლივასი, მოიანო, ვილა, ალკარასი, მიჩეკი, კეკო, პლანო, უნალი
მთავარი მწვრთნელი: სერხიო გონსალესი (ესპანეთი).

რაიო ვალეკანო: დიმიტრიევსკი, ამატი, ბა, ვალასკესი, ადვინკულა, კომესანა, პოზო, მორენო, ემბარბა, ტომასი, გარსია. 
მთავარი მწვრთნელი: მიშელი (ესპანეთი).

 

ურთიერთშეხვედრები

გუნდებს შორის სეზონის წინ ამხანაგური მატჩი შედგა და მასში ვალიადოლიდმა იმარჯვა (2:0).

 

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ეს გუნდები ლა ლიგაში მდინარე სეზონში დაწინაურდნენ, შესაბამისად წინა გათამაშებაში მათ ერთმანეთთან შეხვედრა ლალიგა 2-ის ეგიდით მოუწიათ, სადაც რაიო ვალეკანომ ორ მატჩში 4 ქულა აიღო.

 

ვალიადოდილდს შინ რაიო ვალეკანოს წინააღმდეგ ჩატარებული ბოლო 12 მატჩიდან არცერთი წაუგია, 7 კი მოიგო, ბოლოს გუნდი 2001 წელს დამარცხდა (1:3).

 

პროგნოზი

ვალიადოლიდი რომელსაც შინ ბოლო ორი მატჩი არ მოუგია და გატანილი გოლების მაჩვენებელში ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შედეგი აქვს, ამ პრობლემის გამოსწორებას მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთ ყველაზე სუსტ გუნდთან შეეცდება. ეს გუნდი ხშირად ვერც კარის მშრალად შენახვას ახერხებს. ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო სამ საშინაო მატჩში ვალიადოლიდმა 8 გოლი გაუშვა. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ვალიადოლიდი აქტიურად შეუტევს და გოლების გატანას შეეცდება, თუმცა კარის უსაფრთხოებას ვერ დაიცავს.

 

ვალიადოლიდი მინიმუმ 2 გოლს გაიტანს @1.76

გოლს ორივე გუნდი გაიტანს @1.90


ვალიადოლიდი-რაიო ვალეკანო

ვალიადოლიდს ლა ლიგაში მადრიდული კლუბების წინააღმდეგ ჩატარებული ბოლო 9 მატჩიდან არცერთი მოუგია (3 მოგება, 4 ფრე). უკანასკნელად გუნდმა 2013 წელს სწორედ რაიო ვალეკანოსთან იმარჯვა (3:0).

ვალიადოლიდს საშინაო კედლებში ლა ლიგაში ბოლო 2 მატჩი არ მოუგია. ბოლოს ზედიზედ სამჯერ გუნდმა შინ 2004 წლის თებერვალში ვერ მოიგო.

რაიო ვალეკანომ ლალიგაში სტუმრად ჩატარებული ბოლო 5 მატჩი წააგო, ზედიზედ მინიმუმ ექვსი მარცხი გუნდმა 2012 წელს იწვნია (7).

ლა ლიგაში გამართული 17 ტურის შემდეგ რაიო ვალეკანოს 13 ან უფრო ნაკლები ქულა მხოლოდ სამ სეზონში ჰქონდა.

ლა ლიგაში მოთამაშე არცერთ სხვა გუნდს გაუშვია უფრო მეტი გოლი კუთხურიდან ვიდრე რეალ ვალიადოლიდს (5).

რაიო ვალეკანოს შემტევი რაულ დე ტომასი მიმდინარე სეზონში გატანილი 5 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, თუმცა მას მეტოქის კარი სტუმრად ჩატარებულ არცერთ შეხვედრაში აუღია.

ვალიადოლიდის ფეხბურთელმა ტონი ვილამ ბოლო ორ მატჩში გოლის გატანა მოახერხა, თუმცა წინა 13 შეხვედრაში მშრალი სერია ჰქონდა.

სერხიო გონსალესი ლა ლიგაში რაიო ვალეკანოს წინააღმდეგ მწვრთნელის რანგში მესამედ წარდგება (1 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება).