მასვიდალი: "უსმანი მწერია, მე ცხოველები გავაჩერე"

BMF ქამრის მფლობელი, ხორხე მასვიდალი მიიჩნევს, რომ კამარუ უსმანთან ორთაბრძოლა არ გაუჭირდება და მის დამარცხებას ადვილად მოახერხებს

 

"ეს ჩემთვის დიდი ჩხუბია? ნაწილობრივ კი და ნაწილობრივ - არა. ეს საღამო დიდი მოვლენა იმიტომ არის, რომ ტიტულისთვის ვიბრძვით. 

 

მის უნარებს თუ გადავხედავთ, არ გამიჭირდება. მონადირისთვის, რომელიც გარეულ და სასტიკ ცხოველებზე ნადირობს, უსმანი, უბრალოდ, მწერია. 

 

მატადორისთვის ის ადვილი მოსათვინიერებელია," - თქვა მასვიდალმა