"ჩოგბურთელები მშობლების ხარჯზე ცხოვრობენ" - კარენო ბუსტა

ATP-ის რეიტინგით, მსოფლიოს 25-ე ჩოგანმა, პაბლო კარენო ბუსტამ იმ ფინანსურ შედეგებზე ისაუბრა, რომელიც პანდემიამ გამოიწვია

 

"ამჟამად ფინანსური პრობლემები არ მაქვს, რადგან საკმარისად გამოვიმუშავე (რედ: საპრიზო ფონდებით, დაახლოებით 10 მილიონი ევრო), თუმცა, ჩოგბურთელებს ვიცნობ, რომლებსაც მშობლების კმაყოფაზე ცხოვრება უწევთ. როდესაც სამუშაო არ გვაქვს, შემოსავალიც არ არის, მწვრთნელთა და გუნდის სხვა წევრების ხელფასები კი გადასახდელია. 

 

ახლა საუბრობენ, თითქოს კორტებს 13 ივლისს დავუბრუნდებით, თუმცა, მგონია, რომ წელს თამაში აღარ მოგვიწევს," - თქვა კარენო ბუსტამ

 

პანდემიის შედეგად, მსოფლიოში, კორონავირუსისგან 2 მილიონ ადამიანზე მეტი დაინფიცირდა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 125 ათასს გადააჭარბა.