საბალენკოს მესამე

შარშან შენჟენში სიმონა ჰალეპმა იჩემპიონა

ბელარუსი ჩოგბურთელისთვის წელი შესანიშნავად დაიწყო. არინა საბალენკო შენჟენის ტურნირის გამარჯვებულია. ფაქტია, რომ საბალენკო ძალიან სწრაფად პროგრესირებს და ის ტურში უკვე ყველასათვის ანგარიშგასაწევი ძალაა.

 

ბელარუსი ჩოგბურთელი ამჟამად რეიტინგის მეცამეტე ნომერია, ხოლო შენჟენის ტურნირის ფინალში, რომლის საპრიზო ფონდიც 750 ათასი ამერიკული დოლარი იყო მან ამერიკელ ელისონ რისკეს სამ სეტში - 4:6, 7:6, 6:3 მოუგო.

 

საბალენკოსთვის ეს უხანის და ნიუ ჰეივენის ტურნირების შემდეგ, კარიერაში მესამე მოგებული ტიტული გახლდათ. 

 

შეგახსენებთ, შარშან შენჟენში რუმინელმა სიმონა ჰალეპმა იჩემპიონა.