უცნაური როა

 

 

 

 

 

 

 

ესპანური მალიორკას მეკარე კარლოს როა, არგენტინის ნაკრების მთავარი კიპერი იყო 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. მისით ჩელსი და მანჩესტერ იუნაიტედი იყვნენ დაინტერესებული და დიდ ევროპულ კლუბში გადასვლაც ახლოვდებოდა. მაგრამ ერთი წლის შემდეგ, 29 წლის როამ მოულოდნელად კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. მიზეზი ერთობ უცნაური გახლდათ.

საქმე ის არის, რომ ესპანეთში გადაბარგებამდე, როა ოჯახთან ერთად მშობლიურ ქალაქ სანტა ფეში, მეშვიდე დღის ადვენტისტების სკოლაში დადიოდა. ადვენტისტები განეკუთვნებიან ქრისტიანობის ერთ-ერთ პროტესტანტულ მიმდინარეობას. სახელწოდება გამოხატავს მის საღვთისმეტყველო სპეციფიკას - ქრისტეს მეორედ მოსვლის მოლოდინს.

სკოლის დამთავრების შემდეგ, ოჯახმა ადვენტისტობა მიიღო. ამისდაკვალად, როამ ხორცის ჭამა შეწყვიტა და ვეგეტარიანელი გახდა. ყოველ შაბათს, მატჩების წინ, განმარტოვდებოდა და ბიბლიას კითხულობდა. შაბათი ადვენტისტებისთვის წმინდა დღეა.

 

Roa: I wasn't a penalty specialist - FIFA.com

 

1999-ის ივნისში როამ მალიორკას სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და ფეხბურთიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

“რასაც აწი გვაკეთებ, გაცილებით მნიშვნელოვანია იმაზე, რასაც აქამდე ვაკეთებდი, - თქვა როამ, - ფეხბურთის თამაშისას მართლაც ბედნიერი ვიყავი მაგრამ უკეთესის ძიებაში ვარ. ეს გადაწყვეტილება შიშით არ მიმიღია. ქრისტიანისთვის ყველაფერი ვარდისფრად არ მოსჩანს. რწმენა ძლიერი უნდა იყოს.

ღმერთს ვთხოვე, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის საშუალება მოეცა და ნატვრა ამისრულა. ვთხოვე ევროპაში თამაშის საშუალება მოეცა და ესეც ამისრულა. ახლა ჩემი დანაპირები უნდა შევასრულო და წავიდე.“

როამ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ წასვლის მთავარი მიზეზი შაბათის მატჩებია. რელიგიის თანახმად კი ეს აკრძალულია.

„კარიერის დასრულების მთავარი მიზეზი შაბათის მატჩებია. შაბათი განსაკურებული დღეა მორწმუნეთათვის და ფეხბურთი არ მაძლევს საშუალებას ეს დღე ღმერთს დავუთმო.“ - ამბობდა როა.

ამასთან, ფეხბურთელი დარწმუნებული იყო, რომ ახალი ათასწლეული აუცილებლად მეორედ მოსვლით დაიწყებოდა. არგენტინაში დაბრუნდა და ბოლო დღეების გატარება ღმერთთან სიახლოვეში სცადა.

„მსოფლიოში არის ომები, შიმშილი, სიღარიბე, ეპიდემიები, წყალდიდობები და ადამიანებს, რომლებსაც ღმერთთან სულიერი კავშირი არ აქვთ, მომავალში უბედურება ელით.“ - ამტკიცებდა კარლოსი.

როამ მთელი წელიწადი მიყრუებულ სოფელში გაატარა, ბიბლიის კითხვაში. მაგრამ მეორედ მოსვლა არ მოხდა და მეკარემ ფეხბურთში დაბრუნების შესახებ განაცხადა, ოღონდ ერთი პირობით - შაბათობით მინდორზე არ გავიდოდა.

მალიორკამ ის დააბრუნა, არგენტინის ნაკრებში კი უარი უთხრეს. დიდი ევროპული კლუბებისგანაც მიწვევევბი აღარ იყო.

 

La historia de Roa: el Zamora que por su Dios negó al United - AS.com

 

ჟურნალ Four Four Two-ს მან უთხრა: „სათანადო ფორმაში დაბრუნება რთული გახლდათ, მაგრამ ბევრი ვიმუშავე  და მალორკაში ისევ შემაქეს. გაზეთები წერდნენ, მანჩესტერი მალიორკას როაში 10 მილიონს უხდისო, მაგრამ მათი მაინცდამაინც არ მჯერა, იუნაიტედისგან ოფიციალური წინადადება არ მოსულა.“

2002 წელს როა ალბასეტეში გადავიდა, თუმცა კარიერის შეჩერება ისევ მოუწია. ამჯერად მიზეზი სიმსივნე გახლდათ. ეგ არის, ქიმიოთერაპიის კურსის გავლის სემდეგ, მან ვერაგი ავადმყოფობა დაამარცხა.

„ქრისტიანულმა რწმენამ ბრძოლის ძალა მომცა. დეტალებს ვერ აღგიწერთ. ეს ჩემი ცხოვრების უცუდესი პერიოდი იყო. მაგრამ ღმერთმა მომცა ნიშანი, რომ ცხოვრება გამეგრძელებინა. თითქოს თავიდან დავიბადე.“ - ამბობდა როა.

მეორედ მობრუნებისას მას ალბასეტეს კარში მანუელ ალმუნია დახვდა. როა ისევ არგენტინაში დაბრუნდა და კარიერა 2005 წელს ოლიმპოში დაასრულა.