ტონი ფერგიუსონმა წონა ჩააბარა

ყველასთვის ცნობილია, რომ 18 აპრილს დაგეგმილი ტურნირი UFC 249 კორონავირუსის გამო ჩაიშალა. აღნიშნული ღონისძიების მთავარი დაპირისპირება ხაბიბ ნურმაგომედოვსა და ტონი ფერგიუსონს შორის უნდა გამართულიყო.

 

მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრძოლა უკვე მეხუთედ ჩაიშალა, ტონი ფერგიუსონმა წონა მაინც ჩააბარა. ამერიკელმა მებრძოლმა აწონვის პროცედურა სახლში შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ის წონაში ზუსტად ჩაეტია.