მილანი ლეგიონერებს აბრუნებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანმა ლეგიონერები სამწვრთნელო ბაზაზე იხმო. როგორც ცნობილია, იტალიური კლუბები გუნდურ სავარჯიშო სესიებს 4 მაისს განაახლებენ. შავ-წითლების ხელმძღვანელებმა უცხოელი მოთამაშეები ხუთშაბათს, 23 აპრილს დაიბარეს.

 

წყაროს ცნობით, საუბარია შემდეგ ფეხბურთელებზე: ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რაფალ ლეაო, ჰაკან ჩალჰანოღლუ, სიმონ კიაერი, ასმირ ბეგოვიჩი, ლუკას პაკეტა, ანტე რებიჩი და ფრანკ კესი.

 

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელებმა დაბრუნებამდე 2-კვირიანი სავალდებულო კარანტინი უნდა გაიარონ.