რეალი მეკარის დამატებას აპირებს

რეალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის ემზადება. ესპანური პრესის ცნობით, მადრიდელთა ახალი სამიზნე მილანის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმაა. სამეფო გუნდი როსონერისთვის ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებს. 

 

არახალია, რომ ზიდანი მისი გუნდის მეკარეებით უკმაყოფილოა. რაც შეეხება დონარუმას, იტალიელმა რამდენიმე კვირის წინ მილანს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა. აქვე გეტყვით, რომ 21 წლის მეკარის შეძენა პსჟ-საც სურს. 

 

მოგეხსენებათ სამეფო გუნდს საკმაოდ ამბიციური სატრანსფერო გეგმები აქვს. დონარუმას გარდა რეალმა მბაპეს, მანეს, ალაბას და პოგბასაც დაადგა თვალი.