რეალი ბრაჰიმს შობაზე გაიფორმებს

ახალგაზრდა ესპანელ შემტევს ოცნება შობაზე აუსრულდება

მომდევნო კვირას მადრიდის რეალი ბრაჰიმ დიასს ოფიციალურად გაიფორმებს. Marca-ს ცნობით, მანჩესტერ სიტის ფეხბურთელი მადრიდელებთან კონტრაქტს ხელს 7 იანვარს მოაწერს. სოლარის გუნდი შემტევს ორშაბათს ან სამშაბათს წარადგენს.

 

ესპანური წყაროს ცნობით, სამეფო გუნდი პრემიერლიგის მოქმედ გამარჯვებულებს 15 მილიონ ევროს გადაუხდის, თუმცა თანხა შესაძლოა 20 მილიონამდე გაიზარდოს. აქვე გეტყვით, რომ დიასი ესპანელების ღირსებას 2025 წლის ივნისის ბოლომდე დაიცავს.

 

ბრაჰიმ დიასის ყოველწლიური გასამრჯელო 3.5 მილიონი ევრო იქნება. ცნობილია, რომ რეალში თამაში ფეხბურთელის დიდი ხნის ოცნება იყო და ამის გამო მან რამდენიმე გუნდი უარით გაისტუმრა. ერთ-ერთი მათგანი ტურინის იუვენტუსი გახლავთ, რომელსაც ძალიან სურდა დიასის გადაბირება, თუმცა ფეხბურთელმა არჩევანი რეალზე გააკეთა.

 

მანჩესტერ სიტიში ბრაჰიმს საკმაოდ ცოტა სათამაშო დრო ეძლეოდა და ქალაქელების დატოვება მისი სურვილიც იყო. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში იგი განაცხადში ერთხელაც არ მოხვედრილა.

 

19 წლის ფეხბურთელი შესაძლოა ერთადერთი მოთამაშე აღმოჩნდეს, რომელსაც რეალი ამ ზამთარს დაიმატებს, რადგან ეზიკიელ პალასიოსს სეზონის ბოლომდე რივერ პლეიტში დარჩენა სურს. 

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.