დაფასებული მარკო

მარკო როისმა, 2018 წელს, გერმანიის ნაკრების მაისური 8-ჯერ მოირგო და 1 გოლი გაიტანა

2018 წელს, გერმანიის ნაკრებმა ქომაგები ვერაფრით გაახარა. იოახიმ ლიოვის შეგირდები ჯერ იყო და მსოფლიოს ჩემპიონატზე შერცხვნენ და ჯგუფში ჩარჩნენ, შემდეგ კი უეფას ერთა ლიგის A ჯგუფიდანაც გავარდნენ.

 

სამაგიეროდ, ქომაგებმა მარკო როისი გამოარჩიეს და ის 2018 წელს, გერმანიის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. როგორც გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი იუწყება, დორმუნდის ბორუსიას 29 წლის ფეხბურთელმა გულშემატკივრებისგან 89 928 ათასი ხმა მიიღო (33,9%.) მეორე ადგილზე ბაიერნის მცველი კიმიხი გავიდა (31%), ხოლო მესამეზე მანჩესტერ სიტის ნახევარმცველი ლეროი სანე (10,3%)

 

მარკო როისმა, 2018 წელს, გერმანიის ნაკრების მაისური 8-ჯერ მოირგო და 1 გოლი გაიტანა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.