ინიესტას დოკუმენტური ამბავი

 

 

 

 

 

 

 

ბარსელონას ლეგენდა ანდრეს ინიესტა, ამჟამად იაპონურ კობეში ცხოვრობს მეუღლესთან  ერთად. იაპონური ვისელ კობეს კაპიტანია და მოუთმენლად ელის კორონავირუსის მიზეზით შეწყვეტილი სეზონის განახლებას.

ახლახან მის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, რომელსაც 23 აპრილიდან ნახავს მაყურებელი. ესპანეთის ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელი საუბრობს ცხოვრებაზე, კორონავირუსზე, ბარსელონაზე...

„როცა თამაშის ან სავსე სტადიონის ფოტოებს ვხედავ, სასოწარკვეთილება მიპყრობს. მინდა ისევ გავიდე მინდორზე და ფეხბურთი ვითამაშო,“ - ამბობს ინიესტა.

უკვე 54 დღეა აღარ უთამაშია. მისმა ვისელ კობემ იანვარში იმპერატორის თასი მოიპოვა. J ლიგის სეზონი კი 21 თებერვალს გაიხსნა და ოთხ დღეში კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა. ის ჯერ 15 მარტს, შემდეგ 29 მარტს, მერე 6 მაისს უნდა განახლებულიყო. ბოლოს შესაძლო თარიღად  9 მაისი დაასახელეს, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება. ერთი კია, J ლიგის განახლებისას ის შეიძლება უკვე 36 წლის იყოს. 11 მაისს უსრულდება.

 

Happy birthday, Andrés Iniesta!

 

„ახლა უბრალოდ შინ ვსხედვართ. სკოლები დაკეტილია, შეკრებები აკრძალული. ვიცავთ სოციალურ დისტანციას, ბავშვები და მშობლები პატარა სოფელ ფუენტეალბილიაში არიან, რომელიც ალბსეტეს პროვინციას ეკუთვნის,  ონლაინ გაკვეთილებს უსმენენ, იციან, რომ ეს ვირუსი ძალიან საშიშია.

გონებით ჩვენც ესპანეთში ვართ. ვუცქერთ, ვკითხულობთ რა ხდება იქ, საშინელებაა. აქ შეიძლება ხანდახან გასეირნება, მაგრამ იმდენად მოვინუსხეთ ესპანური შთაბეჭდილებებით, რომ საკუთარ თავს ვეკითხებით: ღირს კი ქუჩაში გასვლა? ვითომ უსაფრთხოა? არავინ იცის, როდის დავუბრუნდებით ნორმალურ ყოფას, როდის ჩავეხუტებით ერთმანეთს.

არ ვიცით ჰაერის დათბობა სასიკეთოდ თუ იმოქმედებს ვირუსზე, გამოიგონებენ თუ არა ვაქცინას. ეს ყველაფერი ძალიან დეპრესიულ გარემოს ქმნის, - აგრძელებს ინიესტა, - სეზონისთვის მზადებაც რთულია, არ იცი, ერთ კვირაში განახლდება, ერთ თვეში თუ უფრო გვიან.“

 

La Liga: Andres Iniesta, Barcelona, Vissel Kobe, Japan, Spain ...

 

მომავლის გეგმებზე საუბრისას, ინიესტას ჯერ ჩამოყალიბებული აზრი არ აქვს - თამაში მინდაო, - ამბობს, წუხს ბარსელონას დღევანდელ მდგომარეობაზე, კლუბმა თავისი რელიგია დაკარგაო, - ამტკიცებს.

 „La Masia (კლუბის აკადემია) ბოლო დროს ძალიან ცოტა ნიჭიერ ფეხბურთელს უშვებს,“ - წუხს ანდრეასი. არადა, იმ ლეგენდარულ, ალბათ საუკეთესო თაობაში ბარსელონას ისტორიაში, უმეტესობა აკადემიის აღზრდილები იყვნენ, თავად ინიესტა, ჩავი, პუიოლი, ვალდესი... ახლა გუნდში აკადემიიდან სამნი დარჩნენ: მესი, პიკე და ბუსკეტსი.

„ის თაობა არასოდეს განმეოდება, მაგრამ ახლებურად მუშაობაა საჭირო. ვინმეს ბრალია ეს? არა, არავისი. კლუბის ისტორიაში განსხვავებული ეპოქები ყოფილა. როცა შედეგები ცუდი იყო, პირველ გუნდში თამამად აწინაურებდნენ ახალგაზრდებს. ასე მოხდა ჩვენი თაობის დროს, - ამბობს ინიესტა, - როგორია, როცა 10-15 წელი თამაშობ ერთ კლუბში, ჩვენ აქ გავიზარდეთ, აქ ჩამოვყალიბდით პიროვნებებად, გავხდით კაპიტნები, უამრავი ჯილდო მოვიგეთ. ახლა ვითარება შეიცავლა.

 

From Iniesta's croqueta to the Kroos shuffle: modern football's ...

 

იმედია, ერთხელაც ჩვენი თაობის ხალხი ისევ დაბრუნდება კლუბში სხვადასხვა ფუნქციით. რაც შემეხება მე, ვცდილობ მოთამაშის კარიერა მაქსიმალურად გავიხანგრძლივო. ფეხბურთის თამაში არის ის, რაც ჭეშმარიტად ბედნიერს მხდის. ახლა კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე მაქვს, მაგრამ ყოველი სეზონის შემდეგ ვფიქრობ ხოლმე, კიდევ ერთი წლით ხომ არ დავრჩე მინდორზე.

როცა ყველაფერი დამთავრდება, ბარსელონაში დაბრუნება მინდა. ოღონდ რა სტატუსით, ჯერ არ ვიცი. ახალი ციკლი დაიწყება.

წინა იანვარს კლუბმა მთავარმწვრთნელობა ჩავის შესთავაზა, მაგრამ ჩავიმ შუა სეზონიდან მუშაობის დაწყება იუარა, თუმცა ყველას აგრძნობინა, რომ ბედნიერი იქნებოდა კლუბში დაბრუნებით. ვიქტორ ფონტი თავის კანდიდატურას საპრეზიდენტოდ ამზადებს. არჩევნები გაისად გაიმართება. ჩავის კი მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს,“ - დასძენს ანდრეასი.