ზაზა ფაჩულიას პირველი ორმაგი დუბლი

2003/2004 კალათბურთისთვის ლებრონ ჯეიმსის წარდგენის სეზონი გახდა.

ჩვენთვის, ეს სეზონი ზაზა ფაჩულიას დებიუტით იყო განსაკუთრებული, თბილი.

მოთამაშე, რომელიც ორჯერ მაგრად გაგვახარებს და კაპიტანი, რომელიც საქართველოს ნაკრების სახე, ყველაზე სანდო და უღალატო პერსონაჟი გახდა. ლიდერი.

როდის გააკეთა ზაზამ პირველი ამერიკული ორმაგი დუბლი?

პირველ სეზონში არ გამოვიდა. ზაზა ორლანდოში შედარებით ცოდა დროს იღებდა. და, ყველაზე ახლოს ორმაგთან ფაჩულია 6 თებერვალს, ნიუ ჯერსისთან მატჩში იყო - 11 ქულა, 9 მოხსნა. ზაზასთვის 9 მოხსნა იმ სეზონის პერსონალური რეკორდი გახდა.

შემდეგი გაჩერება - მილუოკი და ზაზამ მოუმატა. გაუმჯობესდა ფაჩულიას სტატისტიკა და რეგულარულში ზაზა 6.2 ქულას და 5.1 მოხსნას იღებდა. საკაიფო მაჩვენებელი.

პირველი ორმაგი?

კარიერაში პირველი 10+ მოხსნა ზაზამ 2004 წლის 8 დეკემბერს მაიამისთან გლიჯა. ორმაგი არ გამოვიდა. ზაზას 2 ქულა დააკლდა. შემდეგი 10+ მოხსნაც ვერ გავადავეთ - ჰიუსტონთან 2 ქულა გვაკლდება, ორლანდოსთან - 1.

და, პირველი ორმაგი ნიუ ჯერსისთან დავსვით. 14 ქულა, 12 მოხსნა. 2005. 23 თებერვალი. ისტორია დაიწერა.

იმ რეგულარულის ბოლომდე ფაჩულიამ ორმაგი ვეღარ დასვა.

ყველაფერი შემდეგი სეზონიდან შეიცვლება. ზაზა გადადის ატლანტაში. ზაზა იღებს სოლიდურ დროს. და, ზაზამ ის სეზონი 11.7 ქულით და 7.9 მოხსნით დაამთავრა. შეასრულა.

რეგულარულის პირველ 20 მატჩში ზაზამ 10 (!) ორმაგი დუბლი გააკეთა და იმ პერიოდისთვის ეს ლიგაში ერთ-ერთი კარგი შედეგი იყო.

ჩვენ გვახსოვს.

და, ჩვენ ზაზასთან ერთად დავბრუნდებით.