ცუდი კაცი

 

 

 

 

 

 

 

გახსოვთ ელ ჰაჯი დიუფი? გადარეული სენეგალელი გარემარბი. ის დასცინოდა ტრავმირებულ ფეხბურთელებს, აფურთხებდა მეტოქე გუნდების გულშემატკივრებს, ნასვამი მართავდა მანქანას.

ფართო საზოგადოებამ მის შესახებ 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს გაიგო, სადაც სენეგალის ნაკრებმა სენსაცია მოახდინა, როცა გახსნის მატჩში მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთი დაამარცხა.

მაშინ ის ლივერპულმა იყიდა, სადაც 2005 წლამდე გაჩერდა. ლიდერსპორტი უკვე წერდა, თუმც აქ უფრო ვრცლად მოგიყვებით თუ როგორი დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ დიუფსა და სტივენ ჯერარდს, თანაც სხვა ამბებს გავიხსენებთ...

 

Six times El-Hadji Diouf was a pr*ck at Liverpool: Spitting ...

 

ერთხელ, წინასასეზონო შეკრებისას სტივენ ჯისა და დიუფს სულ ცოტა დააკლდათ, ერთმანეთს მუშტებით არ დარეოდნენ. დიუფმა მაშინ მთავარ მწვრთნელს ჟერარ ულიეს უთხრა: „ჯერარდის დედას ..... აქ რომ იყოს ახლავე შევუსრულებდიო...“

თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში, რომელიც 2007 წელს გამოვიდა, ჯერარდი წერს: „დიუფს მხოლოდ საკუთარი თავი აინტერესებდა. საქმესთან მისი დამოკიდებულებაც არასწორი იყო. ვგრძნობდი, რომ თავს არ იწუხებდა ლივერპულის წინსვლისათვის.“

დიუფმა კაპიტანს ხუთი წლის შემდეგ უპასუხა: „ჯერარდს შურდა ჩემი. ის ეგოისტი ადამიანია, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. ოღონდ თავად გაეტანა და თანახმა იყო, ლივერპულს წაეგო. ამას მაშინდელი ლივერპულელებიც დაგიდასტურებენ.“

2015-ში კი დიუფმა სენეგალის რადიოს უთხრა, ჯერარდს არასოდეს უყვარდა შავკანიანებიო.

 

El-Hadji Diouf completes Sunderland switch - Telegraph

 

ორი წლის შემდეგ კი BBC-ს განუცხადა: „ჯერარდი ხალხს ლივერპულში უყვარს, მაგრამ ინგლისის ეროვნული ნაკრებისთვის არაფერი გაუკეთებია. მე მისტერ ელ ჰაჯი დიუფი ვარ, მისტერ სენეგალი. ჯერარდი მისტერ ლივერპულია, მაგრამ არა მისტერ ინგლისი. ეს მან უნდა იცოდეს.“

დიუფმა ლივერპულში 79 მატჩში სულ ექვსი გოლი გაიტანა. მისი ზოგიერთი სამართლიანი შენიშვები კი ფერმკრთალდება უდისციპლინობისა და უზრდელობის ფაქტებით. მან რამდენჯერე შეაფურთხა მეტოქე გუნდების ქომაგებს.

2002-ში, როცა ლანსიდან ახალი გადასული იყო ლივერპულში, ვესტ ჰემის გულშემატკივრებს შეაფურთხა, თუმცა მერსისაიდის პოლიციამ საკმარისი მტკიცებულებები ვერ იპოვნა.

მაგრამ მომავალი წლის მარტში, სელტიკის ფანების შეფურთხებაში დაადანაშაულეს, უეფას თასის მეოთხედფინალში. ლივერპულმა სენეგალელს ორი კვირის ჯამაგირი დაუქვითა, უეფამ კი ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია დაუწესა. პოლიციამ  5 ათასი გირვანქით დააჯარიმა.

 

El-Hadji Diouf tells irate Senegalese fans to cool it after Messi ...

 

ბოლტონში იჯარით ყოფნისას, პოლიციამ ის 500 გირვანქით დასაჯა, მიდლსბროს 11 წლის გულშემატკივრის წვენის ჭიქაში ჩაფურთხებისთვის. ცოტა ხანში კი ბრალი პორტსმუტის ფებურთელისთვის სახეში შეფურთხებისთვის დასდეს. ბოლტონმა მას ორი კვირის ხელფასი დაუქვითა და სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ბოლტონის მაშინდელი დამრიგებელი, სემ ელარდაისი დიუფის სპორტულ ფსიქოლოგთან გაგზავნასაც აპირებდა.

2005 წლის დეკემბერში, დიუფს არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის, ერთი წლით აუკრძალეს მართვა და 3 ათასი გირვანქით დააჯარიმეს.

მერე დიუფს ღამის კლუბში სენეგალელი ფეხბურთელის, ჰალილ ფადიგას მეუღლის ცემაში ადანაშაულებდნენ, პროკურატურა ექვსთვიან პატიმრობასაც ითხოვდა, მაგრამ ბრალი ვერ დაუმტკიცეს.