1950 - NBA-ს დრაფტის ისტორიაში პირველი აფრო-ამერიკელი აირჩიეს - ჩაკ კუპერი (ბოსტონი).
1952 - მინეაპოლის ლეიკერსი მეექვსედ გახდა NBA-ს ჩემპიონი. ფინალში, 4:3 ნიქსთან.
1964 - ტორონტო ზედიზედ მესამედ იგებს სტენლის თასს. მეშვიდე თამაშში მეიპლ ლივზმა 4:0 მიამტვრია დეტროიტი. კლასიკა.
1965 - ბოსტონ სელტიქსმა 4:1 მოუგო ფინალი ლეიკერსს. ბილ რასელი დომინირებდა.
1985 - უეინ გრეცკიმ სტენლის თასზე ერთ მატჩში 7 ქულა (3 შაიბა, 4 პასი) დააგროვა. გრეცკიმ ეს მეორედ გააკეთა.
1989 - მარიო ლემიემ გაიმეორა ფლეი ოფის რეკორდი - 4 გატანილი შაიბა პირველ პერიოდში.
დაბადება
1895 - სტენლი რაუსი (ფეხბურთი, დიდი ბრიტანეთი). ფიფას მეექვსე პრეზიდენტი (1961-1974).
1929 - ივეტ უილიამსი (მძლეოსნობა, ახალი ზელანდია). სიგრძეზე ხტომაში ოლიმპიური ჩემპიონი (1952).
1932 - ლია მანილუ (მძლეოსნობა, რუმინეთი). ბირთვის ტყორცნაში ოლიმპიური ჩემპიონი (1968).
1947 - იოჰან კრუიფი (ფეხბურთი, ჰოლანდია). ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი.
1952 - ვლადისლავ ტრეტიაკი (ჰოკეი, საბჭოთა კავშირი). ყველა დროის საუკეთესო მეკარე.
1962 - ადამ სილვერი (NBA, აშშ). ლიგის კომისარი.
1973 - ბარბარა რიტნერი (ჩოგბურთი, გერმანია). 2 მოგებული ტურნირი ერთეულებში.
1976 - ტიმ დანკანი (NBA, ვირჯინიის კუნძულები) - ყველა დროის საუკეთესო მეოთხე ნომერი. 5-გზის ჩემპიონი.
1976 - რაინერ შუტლერი (ჩოგბურთი, გერმანია). TOP 5-ის წევრი, ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი (2004).
1976 - ჟილბერტო სილვა (ფეხბურთი, ბრაზილია). 36 მატჩი ბრაზილიის ნაკრებში.
1980 - ალეხანდრო ვალვერდე (ველორბოლა, ესპანეთი). ლეგენდა.
1981 - ფელიპე მასა (ფორმულა 1, ბრაზილია). მასამ 11 რბოლა მოიგო.
სიკვდილი
2001 - მიკელე ალბორეტო. ფორმულა 1-ის იტალიელი მრბოლელი (დაიბადა - 1956).
2019 - ჯონ ჰავლიჩეკი (NBA). დიდების დარბაზის წევრი, 8-გზს ჩემპიონი ბოსტონში, 13-გზის ოლსთარელი. ჯონი 79 წლის იყო.