ხაბიბის მამა კლინიკაში გადაიყვანეს

რუსული სპორტული მედიის ინფორმაციით, მსუბუქ წონაში UFC-ის ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის მამა, აბდულმანაპ ნურმაგომედოვი მაჰაჩყალას ერთ-ერთ კლინიკაში მაღალი ტემპერატურის გამო გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, უფროს ნურმაგომედოვს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარეს, თუმცა პასუხი ჯერ უცნობია.

 

დაღესტნელმა სპორტულმა ჟურნალისტმა, რამაზან რაბადანოვმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

 

"აბდულმანაპმა კორონავირუსის ტესტი ჩააბარა. ხვალ პასუხი ცნობილი იქნება. არამგონია საქმე კორონავირუსთან გვქონდეს. ის უბრალოდ მთაში ყოფნის დროს გაცივდა. ნუ გეშინიათ, ამ ვირუსს იქ არაფერი ესაქმება", - თქვა რაბადანოვმა.