მილანმა ფეხბურთელი ახალ კონტრაქტზე დაიყოლია

მილანი ჯანლუიჯი დონარუმას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. Tuttosport-ის ცნობით, მოლაპარაკებები რამდენიმე კვირა მიმდინარეობდა და წარმატებით დასრულდა. ჯერჯერობით უცნობია როდემდე გაუფორმებს როსონერი ახალგაზრდა მეკარეს ახალ ხელშეკრულებას, თუმცა ცნობილია, რომ ჯანლუიჯის ანაზღაურება საგრძნობლად გაიზრდება. ამ მომენტისთვის მისი ხელფასი წელიწადში 6 მილიონი ევროა.

 

დონარუმა სწორედ მილანის აღზრდილია. სან სიროს ბინადართა მთავარ გუნდში იგი 2015 წლიდან გამოდის. ბოლო დროს მისი გადაბირება არაერთ გუნდს სურდა, თუმცა როგორც ხედავთ დონარუმა წასვლას არ აპირებს. იტალიელით მანჩესტერი, სიტი, ევერტონი და პსჟ არიან დაინტერესებულნი. ამ სეზონში დონარუმამ 26 მატჩი ჩაატარა, 33 გოლი გაუშვა და 10 თამაშში კარი მშრალად შეინახა. 

 

 

მილანი სერია ა-ში 36 ქულით მე-7 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ როსონერი ამ სეზონში ევროტურნირებისგან ისვენებს.