როლან გაროს გამარჯვებული სუპერმარკეტში მუშაობს...

2019 წელს, წყვილებში, ანდრეას მისმა და კევინ კრავიცმა როლან გარო მოიგეს. 

 

ახლა, ასეთი წარმატებული სეზონის შემდეგ, კრავიცი სუპერმარკეტში მუშაობს. 

 

რა თქმა უნდა, გერმანელის მოტივატორი ფინანსური გაჭირვება არ ყოფილა, მის ანგარიშზე დაახლოებით მილიონი დოლარია, ის სუპერმარკეტში კორონავირუსის კრიზისმა მიიყვანა - სურს რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო იყოს. მისი ანაზღაურება კვირაში 450 ევროა. 

 

"თაროებს პროდუქტით ვავსებ, შემდეგ ვამოწმებ ძეხვეული და ყველი ხომ კარგად მოჩანს," - უთხრა მან შპიგელს

 

"უსაფრთხოებასაც ვიცავ, ცარიელ ყუთებსაც დავატარებ და, ასევე, გასაყიდ ნივთებს სადეზინფექციო საშუალებებით ვწმენდ"

 

გერმანელის ასეთი ნაბიჯი ნამდვილად სამაგალითოა და საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.

 

კრავიცს ახლა შეუძლია ჩოგბურთს დაუბრუნდეს, რადგან გერმანიის ხელისუფლებამ პროფესიონალ სპორტსმენებს ვარჯიშის უფლება მისცა...