ლარი ბერდი - გენიოსი, ცინიკოსი, შეუდარებელი

ლარი ბერდმა თავისი სამყარო შექმნა. სადაც, მხოლოდ მეჯიქები და ჯორდანები შედიოდნენ.

ზედიზედ სამჯერ(1984-1986)  ლარი რეგულარულის MVP გახდა. ეს შედეგი ვერ გაიმეორა მეჯიქ ჯონსონმა. ეს შედეგი ვერ გაიმეორა ლებრონ ჯეიმსმა.

ეს შედეგი ვერ გაიმეორა მაიკლ ჯორდანმა.

1984/1985 წლების სეზონში ლარიმ ლიგა იჩუქა. ეს ბერდის განსაკუთრებული სეზონი იყო.  

ლარის სტატისტიკა - 28.7 ქულა, 10.5 მოხსნა, 6.6 პასი, 1.6 ჩაჭრა, 1.2 დაფარება. კლასიკა.

14 თამაშში ლარიმ 10 და მეტი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

37 თამაშში ლარიმ 30 ქულაზე მეტი აკრიფა.

5 თამაშში ბერდმა 5+ ჩაჭრა და 10 თამაშში 3 დაფარებაზე მეტი წამოიღო. ტიპი კლავდა.

ბერდი ვერ გახდა ამ სეზონში ჩემპიონი (ფინალი 2:4 ლეიკერსთან დატოვა), მაგრამ ლარის სეზონი ისტორიაში შევიდა. როგორც, ერთ-ერთი უკვდავი სეზონი.

ბერდმა ერთ მომენტში, ზედიზედ სამი სამმაგი დასვა. რასელ უესთბრუქი ზედიზედ მეტ სამმაგს აკეთებდა, მაგრამ ეს იყო ლარი და იმ დროს ტრიპლ დაბლებს მეტი ფასი ჰქონდა.

12 მარტს, ატლანტასთან ლარიმ 60 ქულა გლიჯა. ლარი დაუნდობელი იყო.

და, როდესაც 7 აპრილს ნიუ იორკთან გაკეთებული 38 ქულის, 10 პასის და 9 მოხსნის შემდეგ, ჟურნალისტი ლეგენდარულ ბილ რასელთან მივიდა, 11-გზის ჩემპიონმა ცენტრმა მოკლედ დაახასიათა ლარი ბერდი - He is Boston. He is Celtics. He has got the Balls.

ლარი ბერდი არ იყო ჯორდანივით მფრინავი. ლარი ბერდს აკლდა მეჯიქის სამსახიობო ნიჭი. ლარი ბერდი არ არის ლებრონივით მეფე და რასელივით უკვდავი.

ის, უბრალოდ ლარი ლეგენდა იყო.

გენიოსი ცინიკოსის სიტყვათა მარაგით. გენიოსი, რომელმაც იმ სამი წლით ლიგა ითხოვა.