ვერცხლის მედალოსნები

პოპულარულმა გამოცემა Marca-მ იმ ფეხბურთელთა ათეული შეადგინა, რომლებმაც კარიერის მანძილზე ყველაზე მეტი მნიშვნელოვანი ფინალი წააგეს. პირველ ადგილზე 11 წაგებული ფინალით ხავიერ მასკერანოა, რომელიც 6 ფინალში სანაკრებო ასპარეზზე დამარცხდა, 5-ც საკლუბოში. გამოცდილმა საყრდენმა მსოფლიოს ჩემპიონატის (2014) და კოპა ამერიკის ფინალში (2004, 2007, 2015, 2016) დამარცხდა. 

 

მეორეზე ფრანგი მცველი პატრის ევრაა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 4  ფინალში დამარცხდა ერთხელ კი ევროპის ჩემპიონატის ფინალი წააგო 2016 წელს. ევრამ ლიგის ფინალები 2004 წელს მონაკოს რიგებში, 2009 და 2011 წლებში მანჩესტერში, 2015 წლებში კი იუვენტუსის რიგებში დათმო. 

 

სამეულს არიენ რობენი ასრულებს, რომელსაც 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე აქვს ვერცხლის მედალი აღებული, იმავე წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც დამარცხდა, ასევე ვერცხლის მედალი აიღო ჩემპიონთა ლიგის 2012 წლის ფინალში. 

 

ათეულში ასევე შემდეგი ფეხბურთელები არიან:

 

4. მიხაელ ბალაკი (გამოსარჩევია ჩემპიონთა ლიგის 2, ევროპის ჩემპიონატის  და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალები)

 

5. ექტორ რაულ კუპერი (როგორც მწვრთნელს წაგებული აქვს 6 ფინალი, მათ შორის 2 ჩემპიონთა ლიგის)

 

6. ალესანდრო დელ პიერო (წაგებული აქვს ჩემპიონთა ლიგის 3 და ევროპის ჩემპიონატის 1 ფინალი)

 

7. ლოთარ მათეუსი (დამარცხებულია ჩემპიონთა ლიგის და მსოფლიო ჩემპიონატის 2-2 ფინალში)

 

8. გონსალო იგუაინი (წაგებული აქვს ჩემპიონთა ლიგის ფინალი, ასევე ვერცხლის მედლებს დასჯერდა ორჯერ კოპა ამერიკაზე და ერთხელ მსოფლიო ჩემპიონატზე)

 

9. ჯანლუიჯი ბუფონი (დამარცხდა ჩემპიონთა ლიგის 3 ფინალში)

 

10. ანტონი დე ავილა (წაგებული აქვს კოპა ლიბერტადორესის 2 ფინალი)