ხაბისის მენეჯერი: რაც მამას უნდა

ხაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერმა, ალი აბდელაზიზმა თავისი კლიენტის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ნურმაგომედოვსა და მაკგრეგორს შორის შესაძლო განმეორებითი ბრძოლის ჩატარება-არჩატარების გადაწყვეტილება ხაბიბის მამის სურვილზე არის დამოკიდებული. აბდელაზიზის თქმით, ყველაფერს სწორედ აბდულმანაპი წყვეტს.

 

"ხაბიბი მოწინააღმდეგეს ყოველთვის სამართლიანად იქცევა. ის ტიტულის პირველ პრეტენდენტს ფულის გამო არასდროს გადააბიჯებს. პირობას ვდებ - თუ რეიტინგში პირველ ადგილზე ხართ, ხაბიბი შანსს მოგცემთ, მაგრამ კონორთან შესაძლო დაპირისპირება განსაკუთრებული შემთხვევას წარმოადგენს. თუ ეს ბრძოლა შედგა, ხაბიბი 50 მილიონ დოლარს მიიღებს.

 

მე ბოსი არ ვარ, არც ხაბიბია. აქ მხოლოდ ერთი ბოსია - ეს ხაბიბის მამაა. ის, რაც აბდულმაპანს სურს, აუცილებლად მოხდება. ერთ დღესაც მან რომ თქვას: "ბიჭებო, კონორთან უნდა ვიჩხუბოთ", ჩვენ კონორს ვეჩხუბებით", - თქვა აბდელაზიზმა.