ტაისონი: 7 მეძავზე ვიძალადე

მაიკ ტაისონმა ცხოვრების ურთულესი მომენტი გაიხსენა. ლეგენდარულმა მოკრივემ თქვა, რომ ამ მომენტის შემდეგ მან კოკაინს თავი დაანება.

 

"როგორც წესი, მარტო დარჩენა არასდროს მიყვარდა. ვინმეს უნდა გავერთე - ჩემ გვერდით მეძავი ან ძაღლი მაინც უნდა ყოფილიყო. ურთულესი პერიოდი მქონდა - სასტუმროს ნომერში საწოლზე წამოვწექი, ჩემთან 7 მეძავი იმყოფებოდა. მორფინი, კოკაინი, პოტენციის რამდენიმე ტაბლეტი, მარიხუანა და Hennessy-ს ბოთლი მქონდა.

 

უეცრად პანიკამ შემიპყრო - ვიფიქრე, რომ ამ ქალებს ჩემი გაძარცვა სურდათ, რის გამოც მათი ცემა დავიწყე. ყველაფერი სიბნელემ მოიცვა, მხოლოდ ერთი მიზანი მამოძრავებდა - მათთვის ჩემი სულის დათმობა არ მსურდა. დიახ, ასეთია ეშმაკი. სამწუხაროდ, იმ საღამოს მან დამამარცხა.

 

საბოლოოდ, ისინი ნომრიდან გავყარე, ისევ წამოვწექი და თვალები დავხუჭე. საშინლად აღელვებული და ოფლიანი ვიყავი. ერთადერთი, რაც მახარებს ისაა, რომ ცოცხალი გადავრჩი. ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარე, თუმცა მას შემდეგ კოკაინი სამუდამოდ გადავაგდე", - თქვა ტაისონმა.