დანა უაითი: "ხაბიბი და ფერგიუსონი წელს? დარწმუნებული არ ვარ"

UFC-ის პრეზიდნტმა, დანა უაითმა ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის შესაძლო ორთაბრძოლაზე კომენტარი გააკეთა. მოგეხსენებათ, ამერიკელი და რუსი მებრძოლი ერთმანეთს აპრილში უნდა დაპირისპირებოდნენ, თუმცა ეს შეხვედრა მეხუთედ გადაიდო, ოთხჯერ ტრავმის, ბოლოს კი კორონავირუსის პანდემიის გამო

 

"ხაბიბისა და ტონის შერკინებას წელს ვიხილავთ თუ არა, ამაში დარწმუნებული არ ვარ. 

 

არ ვიცი მომავალში რა მოხდება, მეშინია რამე დაპირება გავცე, რომელიც შეიძლება ვერ შევასრულო, თუმცა კი, ყველაფერს ვიზამ ამ ბრძოლის ორგანიზებისთვის," - თქვა დანა უაითმა

 

UFC 249 9 მაისს არის დაგეგმილი, სადაც ფერგიუსონი გეიჯის შეხვდება...